“მინიმუმ 6 იყვნენ, მხარი მაქვს ამოვარდნილივით, თავზე მეორე თავი გამომეზარდა” – ყურუა

„მხარი მაქვს ამოვარდნილივით, თავზე მეორე თავი გამომეზარდა, ცოტა მტკივა, ისეთი არაფერია, რაც არ მომირჩება, მგონი თითი მაქვს ამოვარდნილი. ბარიგას მეძახდნენ,“ – ამის შესახებ ბორის ჩელე ყურუა საუბრობს და მასზე თავდასხმას იხსენებს.

როგორც ყურუა ამბობს, მინიმუმ, 6 ადამიანი თავს დაესხა.

”თვალებში მიორდება – შეიძლება 12 იყო, შეიძლება 6 – მინიმუმ 6. სახლში რომ მოვედი, ვნახე, რომ ვიღა მელოდებოდა სადარბაზოსთან, ერთი ჩანდა და დავუყვირე, რომ მე მელოდები? აქედანაც გამოვარდნენ მანქანის უკან იყვნენ დამალულები, აქეთ რომ გადმოვედი, უკნიდან ვიღაცამ დამარტყა, წამაქცია და მერე ფეხით შემდგნენ, მერე გაიქცნენ,“ – ამბობს ყურუა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share