“შემდეგ მოსეირნობდა მოქალაქე ძაღლთან ერთად, მას აქვს განსაკუთრებული საჭიროებები, ძალიან უხეშები იყვნენ პოლიციელები, შეტევაზე გადმოვიდა, ეს ადამიანი დააკავეს” – ამ განცხადებას ერთ-ერთი მოქალაქე აკეთებს.
ის ეხმაურება ჭავჭავაძის გამზირზე ერთ-0ერთი მოქალაქის დაკავებას, რომელიც ძაღლს ასეირნებდა.
”ჭავჭავაძის გამზირზე, მას შემდეგ, როცა გადაიკეტა დროებით ქუჩა, რამდენიმე დემონსტრანტი სასტიკი ძალადობრივი მეთოდებით დააკავეს პოლიციელებმა, მეც გავილახე ამ პროცესში. შემდეგ მოსეირნობდა მოქალაქე ძაღლთან ერთად, მას აქვს განსაკუთრებული საჭიროებები, წლების წინ მიიღო დაზიანება თავის ტვინზე და მოკლედ, უხეშად გამოელაპარაკა პოლიციელებს, დავინახეთ ეს ინციდენტი, გავქანდით, რომ აგვეხსნა, რომ რაც მას სჭირს, მეხსიერება არ აქვს ბოლომდე აღდგენილი, რომ არ დაიჭირონ, ძალიან უხეშები იყვნენ პოლიციელები, შეტევაზე გადმოვიდა, ეს ადამიანი დააკავეს, ძაღლი ჩვენ შეგვრჩა. ეს არ არის პოლიცია, რომელიც ემსახურება საქართველოს, ეს არის პოლიცია, რომელიც ძალადობს საქართველოს მოქალაქეებზე. ვიცით, რომ მიყვანილია მზიურთან, და იმედი გვაქვს, რომ გამოუშვებენ, მას აქვს განსაკუთრებული საჭიროებები და ყოველთვის ვერ არის პასუხისმგებელი თავის ქმედებებზე,“ – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.