„ჩვენ თვითონ გვაფინანსებინებენ ჩვენივე ცემა-ტყეპას და დაჭერას? ეს უბრალოდ იმდენად წარმოუდგენელი უსამართლობაა, რომ აუცილებლად უნდა დასრულდეს,“ – ამ განცხადებას მსახიობი ეკა დემეტრაძე აკეთებს.
დემეტრაძე დაშინების კამპანიას და დაკავებებს ეხმაურება:
”უკვე იმდენი ხალხია დაჭერილი, რომ ყველას ჰყავს ვიღაც ძალიან ახლობელი, ვისაც ან სცემეს, ან დაემუქრნენ, ან დაიჭირეს. მთელ საქართველოსთან დარეკეს დღეს – ეს ყველაფერი რას ნიშნავს, ვის ემუქრებიან, თავიანთ მოქალაქეებს, რომლებიც გადასახადებს იხდიან – ჩვენ თვითონ გვაფინანსებინებენ ჩვენივე ცემა-ტყეპას და დაჭერას? ეს უბრალოდ იმდენად წარმოუდგენელი უსამართლობაა, რომ აუცილებლად უნდა დასრულდეს,“ – ამბობს ეკა დემეტრაძე.