“პირდაპირ მოგმართავ ივანიშვილო, ჩემამდე მოდი, თუ გაქვს ვაჟკაცობა და მე გადამიარეთ, მაგრამ ვერ ეღირსებით,” – ამ განცხადებას ხორავას ქუჩაძე მოკლული ახალგაზრდის მამა ზაზა სარალიძე აკეთებს.
სარალიძე ხელისუფლებას მიმართავს და ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
”უფრო და უფრო აღრმავებენ მასშტაბებს ხალხის დაკავების, რეპრესიების. ძალიან შეშფოთებული ვარ ამ ყველაფრით, რომ ქართველი დედა, ქართველი ვაჟკაცი, სერიალივით უყურებს, ტაშს უკრავს ივანიშვილს და არ გმობს ამ მარაზმს. ჩემამდე მოდით, პირდაპირ მოგმართავ ივანიშვილო, ჩემამდე მოდი, თუ გაქვს ვაჟკაცობა და მე გადამიარეთ, მაგრამ ვერ ეღირსებით ჩემს გადავლას, ვერ ეღირსებით ქართველი ხალხის გადავლას, ყველა აქ დადგება და შეგჭამენ, ნუ აზიზღებ ჩვენს თავს პოლიციელებს და ნუ გვაზიზღებ, ნუ შვრებით ასე, დაამთავრებთ ისე, როგორც ყველა ხელისუფლებას დაუმთავრებია, რომელმაც ახალგაზრდა თაობაზე ხელი ასწია. რაც უფრო წინ წამოხვალთ უფრო მეტი რქებით წამოვალთ, ჩვენ მშობლები დავდგებით ფეხზე და შევეწირებით ჩვენი მომავლის წინ ვიდგებით ყოველთვის,“ – ამბობს ზაზა სარალიძე.