“მინდა შეგახსენოთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაახლოებით 16 წლის წინ…რუსეთში გაასხვისა აბსოლუტურად ყველა აქტივი”-პრემიერი

აქ საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილზე, გამოყენებულ იქნა ტერმინი რუსი ოლიგარქი, მინდა შეგახსენოთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაახლოებით 16 წლის წინ რუსეთში გაასხვისა აბსოლუტურად ყველა აქტივი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუების წამყვანებთან შეხვედრისას აღნიშნა.

„კაცს უნდოდეს რუსეთისკენ წასვლა და თავისი 2 მილიარდი დასავლეთს მიანდოს, ეს ხომ აბსოლუტურად ალოგიკური და აბსურდულია. ასეთ აბსურდზე გვიწევს საუბარი და ვიღაცებისთვის მტკიცება, რომ კაცმა რუსეთიდან მთელი აქტივები წამოიღო, გაასხვისა, 2 მილიარდი დოლარი მიანდო დასავლეთს და ეს კაცი ატარებს რუსულ პოლიტიკას და არ უნდა დასავლეთში საქართველოს ინტეგრაცია. ასეთი აბსურდის გარჩევა გვიწევს საბოლოო ჯამში ჩვენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share