ჩვენ ჩვენი გულებიდან ავანთეთ და გავათბეთ საქართველო, როგორც ელვარე ვარსკვლავი ევროკავშირის დროშაზე – ასე მიმართა მწერალმა რატი ამაღლობელმა ევროპის მოედანზე შეკრებილ გულანთებულ ადამიანებს.
”დღეს დაიძრა საქართველო ყველა მიმართულებიდან, გამოუყვა მტკვარს, 300 არაგველს, გაერთიანდა მარცხენა და მარჯვენა.
ჩვენი მოძრაობა დაიწყო 9 აპრილს, პირველი მარში მაშინ იყო, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ 26 მაისს. გაუმარჯოს ჩვენს გზას 9 აპრილიდან 26 მაისამდე.
ჩვენ ჩვენი გულებიდან ავანთეთ და გავათბეთ საქართველო, როგორც ელვარე და ჩაუქრობელი ვარსკვლავი ევროკავშირის დროშაზე.
ჩვენ ერთად უნდა გავუთენოთ ამ ქვეყანას და ამდენივე უნდა ვიყოთ და კიდევ უფრო მეტი. ავანთოთ ფარდები და დავენახოთ მსოფლიოს”, – ამბობს რატი ამაღლობელი.