საქართველოს 15 უნივერსიტეტის ასობით სტუდენტი დაუმორჩილებლობას აცხადებს და გაფიცვას იწყებს. ახალგაზრდები ლექციებს აღარ დაესწრებიან. ასეთი რამ 1978 წლის 14 აპრილის შემდეგ არავის ახსოვს. მაშინ სტუდენტები სახელმწიფო ენის გაუქმებას ეწინააღმდეგბოდნენ, დღეს კი რუსული კანონის მიღებას, ამიტომ
ხვალიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულები ცარიელი იქნება.
ახალგაზრდები აუდიტორიებში იქამდე არ შევლენ, ვიდრე “ოცნება” რუსულ კანონს არ გაიხმობს. სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ მათი ადგილი ახლა რუსთაველზეა, სადაც ყველაზე დიდი გაკვეთილი ტარდება. შესაჩერებელია კონსტიტუციური ჩარჩოდანნ გასული ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის საგარეო კურს ცვლის.