”საქართველოს გარედან ვერავინ ვერ აუკრძალავს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აპრილში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ჩვენი მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, ხოლო 60%-ზე მეტი მხარს უჭერს უშუალოდ კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.
შესაბამისად, ხვალ საქართველოს პარლამენტი ისარგებლებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც გარედან თავსმოხვეული ე.წ პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს” – ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე.