ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი, თეოდოროს რუსოპულოსის თქმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრება მომავალი კვირის დასაწყისში გამოქვეყნდება.
რუსოპოლუსი ქართველ დეპუტატებს მოუწოდებს, რომ სრულად გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ვიდრე კანონი ამოქმედდება.
ამავდროულად, რუსოპოლუსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს აქტივისტებზე თავდასხმები და პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენების შესახებ ცნობები.
“ეს თავდასხმები, ისევე როგორც პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენების შესახებ ცნობები, სრულად და გამჭვირვალედ უნდა იყოს გამოძიებული ხელისუფლების მიერ, შესაბამისი ზომები უნდა იყოს მიღებული მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პარლამენტის წევრების უსაფრთხოების დასაცავად, ამ კანონთან დაკავშირებით მათი მოსაზრების მიუხედავად”. – თქვა რუსოპულოსმა.