“გაერთიანებული საქართველო ხალხის ერთიანი წინამძღოლობით აუცილებლად გაიმარჯვებს”-მიხეილ სააკაშვილი

გაერთიანებული საქართველო ხალხის ერთიანი წინამძღოლობით აუცილებლად გაიმარჯვებს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი FACEBOOK-ზე წერს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციის სცენაზე პოლიტიკოსების ერთად დანახვამ გაახარა.

„გაერთიანებული საქართველო ხალხის ერთიანი წინამძღოლობით აუცილებლად გაიმარჯვებს!

სცენაზე პოლიტიკოსების ერთად ნახვა გამიხარდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქვე იდგნენ ევროპელი პოლიტიკოსები, რაც ევროპის და საქართველოს ერთიანობის სიმბოლო გახდა. ასეთ ერთობას წინ ვერაფერი აღუდგება“, – წერს მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share