”მთავარი არხის” რეგიონული კორესპონდენტი და ადგილობრივი გაზეთის ”გურიის მოამბის” რედაქტორი ვლადიმერ მენაბდე სოციალურ ქსელში ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ კრიმინალურმა პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა.
საუბარია ფოტოზე, რომელზეც მენაბდე კონტრ-სნაიპერული შაშხანით არის გადაღებული და სოციალურ ქსელში გუშინ გამოაქვეყნა.
გამოკითხვაზე დაბარებას საზოგადოების წარმომადგენლებისგან სხვადასხვა სახალისო გამოხმაურება მოჰყვა:
ირმა გორდელაძე:
”ნალიიაში ვიმალებობოდი აი ფირალი ქალი, მოვდივარ…მომიცაა.
ჩელენჯია- მოვდივარ ლადოო”.
ნატო გოგელია:
”Vladimer Menabde მიზანში მყავხარ”.
დავით მჟავანაძე:
”Vladimer Menabde თუ კაი საქმეზე მიდიხარ მეც წამიყვანე”