“ბატონმა ივანიშვილმა შექმნა რეფორმატორის შთაბეჭდილება – ეს ოცნება იყო, კარგი ოცნება. ის უკვე 12 წელია, რაც ძალაუფლების სათავეშია, მიუხედავად იმისა, რომ ის არც პრემიერმინისტრია და არც პრეზიდენტი, ის მართავს ყველაფერს,” – ამის შესახებ კონგრესმენმა სტივ კოენმა კონგრესში ისაუბრა.
კოენმა, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით მოსმენაში მონაწილეობდა, ისაუბრა ბიძინა ივანიშვილზე და “ავტოკრატის ტიპის” ადამიანს შეადარა.
”საქართველოში 2012 წელს მოვხვდი, ეს იყო დრო, როცა “ქართული ოცნება” ძალაუფლებაში მოვიდა, როცა ბატონმა ივანიშვილმა შექმნა რეფორმატორის შთაბეჭდილება – ეს ოცნება იყო, კარგი ოცნება. ის უკვე 12 წელია, რაც ძალაუფლების სათავეშია, მიუხედავად იმისა, რომ ის არც პრემიერმინისტრია და არც პრეზიდენტი, ის მართავს ყველაფერს…
ხალხის განსჯა არ მიყვარს, მაგრამ როდესაც ივანიშვილი პირველად ვნახე, მივხვდი, რომ ის “ოცნება” არ იყო. ის ბევრ კორპორატიულ, საქმიან ადამიანს ჰგავდა, რომლებსაც სურთ, ყველაფერს მართავდნენ – ავტოკრატის ტიპს, რომლებიც მთავრობებს უყურებენ, როგორც გზას, გააფართოვონ თავიანთი სურვილები და ინტერესები”, – განაცხადა კოენმა.