“ყველას მოვთხოვთ პასუხს, ვინც აზრების თავისუფლად გამოხატვაში ხელი შეგიშალა”– მშვილდაძე ბუდუს მიმართავს

ბუდუ ზივზივაძის ვიდეოს, სადაც მან რუსეთი დაგმო ტროლ-ბოტებმა კომენტარებში შეუტიეს,რს გამოც ვიდეო ყველა ფბ გვერდიდან გაქრა.

მანამდე, ბუდუმ ვიდეოს კომენტარებში ტროლ-ბოტებს შემდეგნაირად გამოეხმაურა:”ვემზადები ევროპისთვის და ზედმეტი აჟიოტაჟი არ მჭირდება”.

მომხდარს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძე გამოეხმაურა და ბუდუს მიმართა.

“ჩემო ბუდუ, შენ ხარ ადამიანი, ამიტომ როგორც შენ გვეტყვი, ჩვენ ისე ვიზამთ – გინდა დავდებთ, გინდა ავიღებთ, გინდა კენტ დღეებში დავდებთ და ლუწ დღეებში ავიღებთ – ჩვენ ვართ შენი გულშემატკივარი და არასდროს შევუწყობთ ხელს, რომ ვინმემ ტკივილი მოგაყენოს, და ცხადია, იმასაც ვხვდებით, რა ხდება ახლა შენს თავს და მინდა იცოდე, რომ ყოველთვის და ყველა ფორმით დაგიდგებით გვერდში, იმიტომ, რომ ჩვენ შენი მედია ვართ და როცა ამის დრო მოვა, ყველას მოვთხოვთ პასუხს ბოლომდე, ვინც შენი აზრების თავისუფლად გამოხატვაში ხელი შეგიშალა.

შენ არ გეგონოს, რომ აქ ვინმე რამეს ვერ ვხვდებით”– წერს მიშა მშვილდაძე.

ცნობისთვის, ვიდეოში, რომელიც ყველა ფბდან გაქრა, ბუდუ ზივზივაძე შემდეგს ამბობდა.

„გამოვხატე [აზრი] იმიტომ, რომ ეგრე მიმაჩნდა სწორად. მითუმეტეს, როცა ხედავ, ხალხი ასე იჩაგრება. ერთ კაცს რომ ათი კაცი ურტყამს, ძალიან დამთრგუნველია მით უმეტეს, როცა ტელევიზორში უყურებ და ერთადერთი, რაც შეგიძლია შორიდან გააკეთო, მით უმეტეს ასეთი სტატუსი რომ გაქვს, სპორტსმენი ხარ, ამხელა შესაძლებლობა გაქვს… რაღაც გვერდში დგომა მაინც უნდა ანახო იმ ხალხს, რომელიც დაიჩაგრა.

ვიღაცები ამბობდნენ, რომ პროვოკაციებს აწყობდნენო. რაც არ უნდა პროვოკაცია მოაწყოს ვინმემ, ათი კაცი ერთ კაცს არ უნდა ურტყამდეს და წაქცეულ ადამიანს კიდე წიხლებით არ უნდა ურტყამდე. ზუსტად ეგ იყო ჩემს სტატუსში, რაც დავწერე, მით უმეტეს ახალგაზრდები დგანან“ — თქვა ბუდუ ზივზივაძემ „ჯაფარას პოტკასტში“– თქვა ზივზივაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share