ლანჩხუთის ციხის დაცემა

ლანჩხუთის ციხის დაცემა
.
ლანჩხუთის სკოლის მასწავლებელი კერესელიძე (1897) საინტერესო ცნობებს იძლევა ლანჩხუთის ციხის დაცემასთან დაკავშირებით:
.
„გურიაში გამეფდა მამია გურიელი, რომლის მცირეწლოვანების გამო გურიას დროებით მართავდა ქაიხოსრო გურიელი. ქაიხოსროს მმართველობის დროს ლანჩხუთში ცხოვრობდა ზუბაიდელ ჟორდანია, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა ადგილობრივ საზოგადოებაზე და დიდი ნდობითაც სარგებლობდა, სწორედ მისი მეთაურობით ლანჩხუთლებმა მცირეწლოვანი მეფის ტახტიდან ჩამოსაგდებად შეთქმულება მოაწყვეს.
.
ლანჩუთლებსა და გურიის სამეფოს დროებით მმართველს ქაიხოსროს შორის ბრძოლა მოხდა იმ დროს, როდესაც ქაიხოსრო ლანჩხუთში გადასახადების აკრეფის მიზნით შევიდა, სისხლისმღვრელი ბრძოლაში ქაიხოსრო დამარცხდა.
.
მას შემდეგ რაც ქაიხოსრომ დაინახა, რომ ამ აჯანყების სულისჩამდმელი და მეთაური ზუბადელ ჟორდანია იყო სამეფოს ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვიტა ამ საშიშ ადამიანთან დაახლოება და ამ მიზნით ქახოსრომ იშვილა ჟორდანია.
.
ერთხელ ქაიხოსრომ როგორც მისი ნათესავი ზუბაიდელ ჟორდანია სახლში მიიწვია. ვინაიდან ზუბაიდელი დარწმუნებული იყო, რომ მას არანაირ საფრთხე მისი მამინაცვალისაგან არ მოელოდა სამი მხედარის თანხლებით მშვიდად წავიდა ქაიხოსროსთან. მასთან სახლში მისულს ქაიხოსრო სახლის აივანზე დახვდა და მაშინ როდესაც ჟორდანია კიბეზე ადიოდა ქაიხორსომ გასროლით ადგილზევე მოკლა იგი.
.
ამ ვერაგული მკვლელობის გამო ლანჩხუთლებმა შურისძიება გადაწყვიტეს და ქაიხსოროს უკვე ღიად უკანასკნელ სისხლის წვეთამდე გამოუცხადეს ომი. აჯანყებულებმა მეთაურად სიკო ჟორდანია არიჩიეს, რომელსაც ხალხში ზუბაიდელ ჟორდანიაზე არანაკლებ დიდი გავლენა ჰქონდა. სიკო 200 მებრძოლით ლანჩხუთის ციხეში გამაგრდა.
.
შეიტყო რა ამის შესახებ ქაიხოსრომ ჯარით გაემართა აჯანყების ჩასახშობად, მისვლისთანავე სამეფო ჯარმა ალყა შემოარტყა ციხესიმაგრეს, მაგრამ ზარბაზნების არქონისა და ციხიდან უწყვეტი ტყვიის სეტყვის შედეგად გამო უკან დაიხია. სიკო ჟორდანიას ეს წარმატება დიდიწილად დამოკიდებული იყო იმაზე, რომ აჯანყებულებს უხვად ჰქონდათ მომარაგებული დენთი და ტყვიაც ბლომად ჩამოესხათ.
.
იმედგაცრუებულმა ქაიხოსრომ დახმარება სთხოვა იმერეთის მეფეს, რომელმაც დასახმარებლად ჯარი გამოუგზავნა. მიუხედავად დახმარებისა ქაიხოსრომ წარუმატებლობა იწვნია და ციხესიმაგრე მისთვის ხელმიუწვდომლად რჩებოდა. ციხის აღება ქაიხოსრომ მას შემდეგ მოახერხა რაც სიკოს ერთმა მებრძოლმა უღალატა და ქაიხოსროს ჯარს ციხის საიდუმლო შესასვლელი არ უჩვენა, საიდანაც ციხეში შეჭრილმა ქაიხოსროს ჯარმა მთლიანად გასწყვიტა მისი დამცველები.„ (დ. კერესელიძე)
.
ლანჩხუთის ციხის აღებასთან დაკავშირებით ცნობას იძლევა ტრჟასკოვსკი – ქაიხოსრო გურიელმა „გაუმკლავდა ურჩ მოურავებს: ასკანის – დავით ასათიანს და ლანჩხუთის – ზუბაიდელ ჟორდანიას, რომლებიც ღალატით მოკლა (იმ დროისათვის დიდად საპატივცემული კნონის გამოყენებით), მან აიღო მათი ციხესიმაგრები, ლანჩხუთის კი საფუძვლამდე დაანგრია.“
.
იგივეს ამბობს ვასილი პოტო – „ასკანის კვალდაკვალ ლანჩხუთის ციხეც დაეცა და მას მერე შეწყდა ყველა უწესრიგობა, რომელიც ამ მხარეს აწუხებდა. ქაიხოსრო გახდა დაუმორჩილებელი აზნაურების რისხვა. იგი მამიას მთავრად გახდომამდე მართავდა ქვეყანას, გურიაში ქაიხოსროს ენერგიული მოქმედებების შედეგად სიმშვიდე ჩამოვარდა და ქვეყანამ დაისვენა მასზე თავდამტყდარი უბედურებისაგან.“
.
– დ. კერესელიძე; (СМОМПК 1897) – Смотритель Ланчхутскаго начальнаго училища Д. Кереселидзе – Ланчхутское сельское общество;
– ტრჟასკოვსკის ჩანაწერებიდან – Краткий историчуский обзор Гуріи. Со времени поступленія ея въ подданство Россіи – Из записок Капитана Тржасковскаго (Кавказ 1846 г. №49-№50)
– ვასილი პოტო В. А. Потто – Кавказская война
– ლანჩხუთის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია (მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ნახატი; მუყაო ფანქარი)
ეს შეიძლება იყოს ხელოვნების ნიმუში, რომელიც არის კოტსუოლდსი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share