“გურია ტრადიციულად საქართველოში არის ყველაზე მეტად ანტირუსული რეგიონი, ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც და გურულებისთვისაც. პირველი აჯანყება რუსეთის წინააღმდეგ ბოლო ბოლო ხომ გურულებმა მოაწყვეს”
ეს განცხადება პარტია “ახალის” ერთ ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, “გურიის მოამბესთან” საუბარში, ოზურგეთში, პარტიული ორგანიზაციის დაფუძნების შემდეგ გააკეთა,
ნიკა გვარამია, პარტიის კიდევ ერთ დამფუძნებელი ნიკა მელიასთან ერთად ოზურგეთში, გუშინ იმყოფებოდა.
„გურია ტრადიციულად საქართველოში არის ყველაზე მეტად ანტირუსული რეგიონი, შემდგომ არჩევნებში გურია რუსული ივანიშვილის ხელისუფლების მოკავშირე არ იქნება, ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც და გურულებისთვისაც. პირველი აჯანყება რუსეთის წინააღმდეგ ბოლო ბოლო ხომ გურულებმა მოაწყვეს,
ჩვენ აქ ჩამოვედით იმიტომ, რომ ველაპარაკოთ გურულებს რა ხდება, მაგრამ ეჭვი მაქვს რომ ყველაზე მაღალპოლიტიზირებულ კუთხეში ჩვენზე უკეთ იციან რაც ხდება. შევთავაზოთ მათ გამოსავალი რომელიც ამ ხალხს წარმოუდგენია, როგორც ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი და სწორი გამარჯვების ფორმულა. კარგი საუბარი იყო, იყო კრიტიკული შენიშვნები, როგორც გურულებს ეკადრებათ და ჩვევიათ, ვნახოთ როგორ გამოვა და რა გამოვა, აქედან იმედიანად მივდივართ“
გვითხრა გვარამიამ.