“ბევრმა ივარაუდა, რომ ეს მოსკოვიდან მოდის, რომ ვიღაცა კრემლში იღებს ტელეფონს და ურეკავს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საქართველოს მთავარი ლიდერია და ეუბნება: “გვინდა, რომ ეს გაკეთდეს”,” – ამის შესახებ ივანიშვილის ყოფილმა მრჩეველმა, ექსპერტმა, ლინკოლნ მიტჩელმა განაცხადა.
მიტჩელი აშშ-ის კონგრესში გამართულ ბრიფინგში იღებს მონაწილეობას, სადაც გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით მსჯელობენ.
მიტჩელი ამბობს, რომ ზუსტი პასუხი არ აქვს, რატომ მიიღეს საქართველოში ახლა კანონი, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ივანიშვილის გარშემო აღარ არიან ისეთი ადამიანები, ვინც ეტყვიან, რომ ამ კანონის მიღების იდეა “სისულელეა”.
რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ივანიშვილმა კანონი რუსეთიდან მიღებული დავალების შესაბამისად მიიღო, ამაზე ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი ამბობს, რომ “მნიშვნელობა არ აქვს ეს იმიტომ მოხდა, რომ რუსეთმა სთხოვა თუ არა, შედეგი ძალიან ნათელია. შედეგი ის არის, რომ ეს ძალიან კარგია რუსეთისთვის.”
”კითხვა, რომელსაც სულ მისვამენ ამ კანონთან დაკავშირებით, არის: “რატომ და რატომ ახლა?” და მოკლე პასუხი მარტივია: “არ ვიცი.” მაგრამ, ასევე, ვაღიარებ, რომ ეს მთლად დამაკმაყოფილებელი არ არის, ამიტომ ამაზე უკეთესი პასუხი გაცემას ვეცდები.
ბევრმა ივარაუდა, რომ ეს მოსკოვიდან მოდის, რომ ვიღაცა კრემლში იღებს ტელეფონს და ურეკავს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საქართველოს მთავარი ლიდერია და ეუბნება: “გვინდა, რომ ეს გაკეთდეს”.
საქართველოს მთავრობას თითქმის იდენტური კანონი წარადგინა ერთი წლის წინ, თბილისის ქუჩებში დიდი დემონსტრანციები იყო, იმის მსგავსი, რაც წელს ვნახეთ, და მათ კანონი გაიწვიეს. და ამჯერად ეს კვლავ გააკეთეს – რატომ? და ვფიქრობ, მარტივი ახსნა ის არის, რომ რუსეთს უნდოდა მათ ეს გაეკეთებინათ. და ეს ნამდვილად შესაძლებელია, თუმცა არ შეიძლება დანამდვილებით ვიცოდეთ და ვიტყვი, რომ არც ისე მნიშვნელოვანია ეს მოხდა თუ არა.
ჩემი თვალსაზრისით, თუ რატომ მოხდა და რატომ ახლა – მასშტაბი, თუ რამდენად მოულოდნელად მოქმედებს საქართველოს ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც საქართველოს მთავრობაში ფორმალური როლი არ აქვს, ხშირად სათანადოდ არ არის შეფასებული აქ, შეერთებულ შტატებში. მაგრამ ეს არის რასაც ბიძინა აკეთებს. იდეა მოსდის თავში, მას წარადგენს და გარშემორტყმულია ხალხით, რომელთა უმთავრესი ამოცანა ცხოვრებაში მასთან ახლოს დარჩენაა, რათა ახლოს იყვნენ ძალაუფლებასთან და არა არაფრისთვის – ფულისთვის, რომელიც საქართველოში მისგან მოდის. ასე რომ, არავის არ ამბობს: “ჰეი, ეს საკმაოდ სულელური იდეაა,” მიუხედავად იმისა, რომ ეს რეალურად საკმაოდ სულელური იდეაა. ასე რომ, ის [იდეა] წინ მიიწევს.
და ეს აზრი წარვუდგინე ხალხს, რომლებიც საქართველოს მთავრობაში აღარ არიან, მაგრამ ძალიან ახლოს იყვნენ ბიძინასთან, ძალიან მაღალ თანამდებობებზე იყვნენ საქართველოს მთავრობაში, ყველამ თქვა, რომ კი, სრულიად შესაძლებელია, რომ მასე მოხდა. ასე რომ, ეს იმაზე მეტყველებს თუ როგორ მუშაობს პოლიტიკა და ძალაუფლება საქართველოში.
მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელობა არ აქვს ეს იმიტომ მოხდა, რომ რუსეთმა სთხოვა თუ არა, შედეგი ძალიან ნათელია. შედეგი ის არის, რომ ეს ძალიან კარგია რუსეთისთვის. ეს ეხმარება რუსეთს და ცუდია საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისთვის, ცუდია საქართველოს დასავლური მისწრაფებებისთვის, და, ვინაიდან აშშ-ის წარმომადგენელტა პალატაში ვართ – ცუდია შეერთებული შტატებისთვისაც”, – განაცხადა მიტჩელმა.