მოკლულია 6 და დაჭრილია 12 პოლიციელი – ვითარება დაღესტანში

რუსული მედიის ინფორმაციით, დერბენტსა და მაჰაჩყალაში უცნობი პირები თავს დაესხნენ ორ მართლმადიდებლურ ეკლესიას, სინაგოგასა და საგზაო პოლიციის განყოფილებას. მოკლულია ექვსი პოლიციელი, მღვდელი და ეკლესიის მცველი. დაჭრილია 12 პოლიციელი

ლიკვიდირებულია ორი თავდამსხმელი. დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უსაფრთხოების ძალები მუშაობას აგრძელებენ. საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მუხლით აღძრა.

ვრცელდება ინფორმაცია მძევლების შესახებაც, თუმცა ჯერჯერობით ეს არავის დაუდასტურებია.

დაღესტანში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია შემოღებული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share