ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუში მეზობელმა მეზობელი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
როგორც “გურიის მოამბეს” სოფელ გაღმა დვაბზუს მაცხოვრებლები უყვებიან, 40 წლის ახალგაზრდამ საკუთარი მეზობელი, ასაკიანი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ წავიდა სასაფლაოზე და თავი მოიკლა.
თანასოფლელები მომხდარზე არ საუბრობენ, მაგრამ როგორც ცნობილი ხდება, ლ.ც. დღეს ჩამოვიდა თბილისიდან, მეზობელი მისივე ეზოში მოკლა, შემდეგ კი მამის საფლავზე თავი მოიკლა.
ამ წუთებში სასაფლაოზე პოლიცია იმყოფება და ჟურნალისტებს ადგილზე არ უშვებენ, მეორე გარდაცვლილი კი ექსპერტიზის ბიუროშია გადაყვანილი.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა,შენახვა, ტარებას გულისხმობს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა,შენახვა, ტარებას გულისხმობს.