საფეხბურთოო მღელვარება პიკს აღწევს – 3 საათი ესპანეთთან მატჩამდე

საფეხბურთოო მღელვარება პიკს აღწევს –  გადამწყვეტი მატჩის დაწყებამდე მხოლოდ სამი საათი რჩება.  დღეს საქართველო ან მეოთხედფინალში გადადის  ან ევროპის ჩემპიონატს ეთიშება. კიოლლნის ქუჩებში ხუთჯვრიანი დროშები ფრიალებს.

სტადიონზე შესასვლელად ახლა ათი ათასზე მეტი ქართველი ქომაგი ემზადება. დღევანდელი დღის გმირები ამ დრომდე  ველბერტში არიან. ავტობუსი – წარწერით GEORGIA კიოლნის მიმართულებით დაახლოებით ერთ საათში დაიძვრება.

რაც არ უნდა მოხდეს დღეს ისტორია დაწერილია. საქართველოს ნაკრები პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და პირველივე ჯერზე მსოფლიო პრესა და საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა.

“ლივერპულს” გიორგი მამარდაშვილის შეძენა უნდა- იტალიური გიგანტები კი გიორგი მიქაუტაძით არიან დაინტერესებული. ევროპის ჩემპიონატის საუკეთესოო ქართველი ბომბარდირის წაყვანა მილანს უნდა.

მოკლედ, დღეს დასაკარგი მხოლოდ მეტოქეს აქვს, მაგრამ მანამდე წინ გველოდება ესპანელების სწრაფი შეტევა დებიუტანტი საქართველოს წინააღმდეგ  და უფრო აგრესიული თამაში, რადგან ისინი ხვდებიან გუნდს, რომელმაც რონალდუს პორტუგალია დაამარცხა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share