„მთელი საქართველო ბებიაჩემის გურული შელოცვის გამეორებას მთხოვს“ – გიორგი კეკელიძე

დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა – საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს გერმანიის ქალაქ კიოლნში თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება. ისტორიულ მოვლენას მწერალი, ეროვნლი ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ხუმრობანარევი სტატუსით ეხმიანება:

”მთელი საქართველო ბებიაჩემის გურული შელოცვის გამეორებას მთხოვს, ის კი არ იციან, რომ ეს შელოცვა ბებიაჩემმა თავის დროზე პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ დაწერა საგანგებოდ და ესპანეთზე ვერ გაჭრის. საჭიროა, უკეთ შევისწავლოთ ქართული ფოლკლორი და ვიცოდეთ მთის სამონადირეო რიტუალი, რომელიც კონკრეტულად ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ მოქმედებს და სულ მცირე, ერთი დღით, დუმილით მარხვას გულისხმობს. ამიტომ ვარ ჩუმად” – წერს გიორგი კეკელიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share