დეოლიგარქიზაციის შესახებ მომზადებული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დღეს დაინიცირდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის პროექტი უკრაინული მოდელის ანალოგია. მათ შორის სხვაობა მხოლოდ სათაური და უწყებაა, რომელიც ოლიგარქების ვინაობას ადგენს, ბოლო სხვაობის მიზეზი კი სახელმწიფოებრივი მოწყობის მოდელებია.
ევროკომისიის მიერ მოწონებულ უკრაინულ მოდელს ოპოზიციის ნაწილი იწუნებს და ფიქრობს, რომ კანონი მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს უნდა შეეხოს. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ რადიკალური ოპოზიცია პანიკაშია.