“ძალიან დიდი და საინტერესო გზით მოვედით, ყველაფერი ერთად გამოვიარეთ და დღეს, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ვართ” – ნაკრების ფოტოგრაფი, ლაშა კუპრაშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
”პირველად ნაკრების თამაშზე მამამ წამიყვანა, 1996 წელს, ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ. ეგ დღე ჩემს
გონებაში ისეთივე კადრებადაა შემორჩენილი როგორ კადრებადაც ეროვნული ნაკრებს ბოლო ათი წლის
ისტორიას ვინახავ.ახლა გზაში ვარ, სტადიონისკენ და სულ რამდენიმე საათში ეროვნული ნაკრების ისტორიული თამაში დაიწყება – პირველ ევროპაზე პირველი 1/8 ფინალი, ასე დაწერითაც კი ძალიან ხმამაღლა ჟღერს ეს ყველაფერი!
ჩემთვის კი, ეს თამაში მეასე იქნება ეროვნულ გუნდთან ერთად. დღემდე, ძალიან დიდი და საინტერესო გზით მოვედით, ყველაფერი ერთად გამოვიარეთ და დღეს, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ვართ.
მადლობა ვისთან ერთადაც ამ დროის განმავლობაში მომიწია მუშაობა, მათ ვინც ეს შანსი მომცა და
მადლობა ყველა ფეხბურთელს ვინც დღემდე ეს ნაკრები მოიყვანა. განსაკუთრებული მადლობა
დღევანდელ ნაკრებს, ვინც ეს ძალიან დიდი ისტორია შექმნა და ვინც ჩვებ ქვეყანას ამხელა ბედნიერება
მიაჭინა. ჩემთვის კი ამ ნაკრების წევრად ყოფნა უდიდესი პატივია. საქართველოსთვის”- წერს ფოტოგრაფი.