პუტინმა ტრადიცია დაარღვია და შობას მოსკოვის გარეუბანში, ნოვო-ოგარიოვოს სახელმწიფო რეზიდენციის ტაძარში შეხვდა. კრემლის განმარტებით, პუტინი კერძო ტაძარში მარტო იმყოფებოდა და წირვასაც მხოლოდ ის დაესწრო.
მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში, სადაც წირვა პატრიარქმა კირილმა აღავლინა, შესვლა მხოლოდ მიწვეულ სტუმრებს შეეძლოთ. რუსულმა საპატრიარქომ არ განმარტა, ვის გაუგზავნა მოსაწვევები.