“გვწერდნენ, რომ თქვენმა გუნდმა გაალამაზა ეს ევროპის ჩემპიონატიო და ამით ყველაფერი ნათქვამია” – ამის შესახებ “პირველებთან” ეროვნული ნაკრების ექიმი საუბრობს და ყვება, როგორი გამოხაურება მოჰყვა საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშებს ევრო2024-ზე.
როგორც ხარაბაძე ამბობს, სხვადასხვა ნაკრების წარმომადგენლები, ასევე ორგანიზატორები საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს აქებდნენ და პოზიტიური შეფასება დაიმსახურა საქართველოს ევრო2024-ზე გამოჩენამ.
”ყველაზე კარგი გამოხმაურება რაც იყო ის, რომ თვითონ ორგანიზატორები და სხვა გუნდის წევრები, ჩემი კოლეგებიც გვწერდნენ, რომ თქვენმა გუნდმა გაალამაზა ეს ევროპის ჩემპიონატიო და ამით ყველაფერი ნათქვამია,“ – ამბობს დავით ხარაბაძე.
რაც შეეხება თბილისში დახვედრას, ექიმი ხარაბაძე ამბობს, რომ ქართველი ხალხი ყოველთვის გამოირჩეოდა გულშემატკივრობით:
”საქართველო და ქართველი ხალხი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი გულშემატკივრობით, ემოციებით და შესაბამისად დაგხვდნენ, იმის შესაბამისად დაგვხვდნენ, რაც ჩვენმა ბიჭებმა გააკეთეს და უღრმესი მადლობა ყველას ასეთი დიდი გულშემატკივრობისთვის და ასე რომ უყვარს ყველას თავის ქვეყანა,“ – ამბობს ხარაბაძე.