გილოცავთ და გლოცავთ, ჩვენო საყვარელო ფეხბურთელებო – ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წარმატებას ულოცავს. ილია მეორის წერილს საპატრიარქო ავრცელებს.

”საქართველოს ფეხბურთის  ეროვნულ ნაკრებს, მწვრთნელებს, სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ, გულითადად ვულოცავთ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელით ღირსეულ გამოსვლას. 

ამ ფაქტმა, შეიძლება ითქვას,  მოიცვა მთელი ქვეყანა და ხალხს  განსაკუთრებული სიხარული მოანიჭა, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ  მსოფლიოს წინაშე  ღირსეულად წარმოჩინდა საქართველო და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც პატივისცემით განეწყვნენ.
გილოცავთ და გლოცავთ, ჩვენო საყვარელო ფეხბურთელებო. 

ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი. 

ღმერთმა მოგვმადლოს ერთობა და ქვეყნისთვის ფრიად მნიშვნელოვანი სხვა დიდი გამარჯვებები,” – აღნიშნულია ილია მეორეს წერილში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share