ქართველი ფეხბურთელები თბილისის ქუჩებში – მადლობა ეროვნულ ნაკრებს!

თბილისის ქუჩებში ფეხბურთელების მსვლელობა დაიწყო – საქართველოს საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრემა მსვლელობა ღია ავტობუსით მიხეილ მესხის სტადიონიდან თავისუფლების მოედნისკენ დაიწყო. ჭავჭავაძის გამზირი, მელიქიშვილის და კოსტავას ქუჩები და რუსთაველის გამზირი – დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩები გულემატკივრებით არის სავსე და ნაკრებს მსვლელობისას ათასობით ადამიანი შეძახილებით შეხვდება.

თავისუფლების მოედანზე კი საგანგებო ღონისძიება იგეგმება. სწორედ აქ შეხვდებიან ქომაგები კერპებად ქცეულ ფეხბურთელებს, რომლებმაც ისტორიულ წარმატებას მიაღწიეს და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე წარმატებით მთელი ქვეყანა ერთი დიდი სიხარულით გააერთიანეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share