“ჩვენ ძალიან შეშფოთებულები და იმედგაცრუებულები ვართ, იმ ტრაექტორიით, რომელზეც საქართველო დადგა ბოლო 6 თვის განმავლობაში”– ამის შესახებ “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა თანაშემწემ და თეთრ სახლში შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები ხედავს, როგორ იზღუდება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება.
“მოიქეცით დემოკრატიულად”- ამბობს ამერიკელი მაღალჩინოსანი.
”ჩვენ შევაჩერეთ წვრთნები, რომელიც წელს იყო დაგეგმილი. ევროკავშირი ანალოგიურად მოიქცა. რეალობა ის არის, რომ ჩვენ ძალიან შეშფოთებულები და იმედგაცრუებულები ვართ, იმ ტრაექტორიით, რომელზეც საქართველო დადგა ბოლო 6 თვის განმავლობაში. განსაკუთრებით ჩვენ ვხედავთ, რომ ხდება სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება, იზღუდება ფუნდამენტური თავისუფლებები. ჩვენ ძლიერ გვაღელვებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების საკითხი, მაგრამ საქართველოს ისიც უნდა ესმოდეს, რომ თუ მას სურს ევროატლანტიკური ქვეყნების კლუბში გაწევრიანება, დემოკრატიულად უნდა მოიქცეს, არ უნდა შეზღუდოს სამოქალაქო საზოგადოება. არ შეიძლება საჯარო სივრცის დახურვა, შეკრების თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ გადავხედავთ ჩვენ პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებით. ჩვენ ახლა ვწყვეტთ სამხედრო ჩართულობას. რაც ჩვენ გვქონდა დაგეგმილი, როგორიც იყო ღირსეული პარტნიორის წვრთნები საქართველოსთან”- აცხადებს კაროენტერი.
ცნობისთის აშშ-მა საქართველოში სწავლება “ღირსეული პარტნიორი” განუსაზღვრელი ვადით გადადო .
განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის პოლიტიკას უკავშირდება.
EU-მ კი საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა.