თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან ქარდავა:
„გასულ წელთან შედარებით მოსავალი 5-10%-ით ნაკლები იქნება და გაუტეხავი თხილის მოცულობა 60 000 ტონას მიაღწევს. მთავარი ხარისხია, ახლა უკვე იმ ფაზაში შევდივართ, რომ ბაღებში ფაროსანები გამოჩდნენ, მათ წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ, როგორც ფერმერებმა, ასევე სახელმწიფომ. თუ ეს ასე არ მოხდა, დიდი ზიანი გვექნება.
ხარისხი ფასის განმსაზღვრელია. მიმდინარე პერიოდში ჩვენი ხარისხი, თურქული თხილის ხარისხთან ახლოს რომ იყოს, ჩვენი თხილი 1.50-2 ლარით მეტი ეღირება. ამ დროისთვის მათზე სამჯერ დაბალი ხარისხი გვაქვს, სწორედ ამიტომ დაბალ ფასად გვიწევს გაყიდვა.
შარშანდელი სეზონი რომ ავიღოთ, თხილის ხარისხი კახეთში უფრო მაღალი იყო, ვიდრე სამეგრელოში და თუ კახეთში თხილი 9 ლარამდე ღირდა, სამეგრელოში იგივე პერიოდში ფასი 4,50 იყო. ამიტომ თუ ფერმერი თხილს მოუვლის იგივე ნაკვეთზე ორჯერ მეტი ფასის მიღებაა შესაძლებეელი“ – აღნიშნავს ლევან ქარდავა.