თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან ქარდავა:
„ჩვენი თხილის ექსპორტის 95% ევროკავშირზე მოდის. მიმდინარე წელს ჩინეთიც გააქტიურდა. ჩინეთში მოხმარების გათვალისწინებით იმდენად დიდ რაოდენობაზეა საუბარი, რომ თხილის რეალიზაციის პრობლემა არ უნდა დადგეს.
რაც შეეხება საერთაშორისო კონკურენციას, მაგალითად, იტალიაში საქართველოსთან შედარებით სამჯერ მეტი მოსავალი იქნება, მსგავსად თურქეთში. აზერბაიჯანიც ჩვენივე რაოდენობას აწარმოებს და ბაღების გაშენების მიმართულებით ინვესტირებას მუდმივად ახდენს. გამოჩნდა ახალი ქვეყნები, რომლებმაც პლანტაციების გაშენება რამდენიმე წლის წინ დაიწყეს, ასეთია: უკრაინა, ჩილე… ამიტომ კონკურენცია მაღალია, იზრდება მოთხოვნაც. ბაზარზე დეფიციტი არ იქნება, ამიტომ ძალიან მაღალ ფასებს, როგორიც მაგალითად 2015 წელს იყო, როცა გაუტეხავი თხილის კილოგრამის ფასმა 15 ლარსაც მიაღწია, არ ველოდებით. თუმცა ჩვენი ინფორმაციით, გლეხი თხილის გაყიდვას თვითღირებულებაზე ორჯერ და სამჯერ მაღალ ფასად შეძლებს, რაც, საბოლოოდ, კარგი შემოსავალია“ – აცხადებს თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი.