ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა სოციალურ ქსელში წერს:
”ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დასავლეთ ნაწილი განსაკუთრებით,პრაქტიკულად უდაბნოთაა ქცეული. მაღალი სიცხეებით შეწუხებული მოსახლეობა,გაუსაძლის მდგომარეობაშია ჩავარდნილი.სხვადასხვა პლათფორმებიდან უკვე იხვეწებიან ყურადღებას.განსაკუთრებით მძიმე დღეში არიან მოხუცები და მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები!(ერთ -ერთ ადგილზე პირადად ვიყავით დღეს,ობიექტური სურათი რომ გვენახა და არა მოყოლილი)
ეს მოკლედ რა მოცემულობაა ამ წუთას!
რატომ მივედით აქამდე?ახლა მოკლედ და როცა სრულად შემოვივლით ყველა წერტილს და ადგილზე გავეცნობით პრობლემებს,მერე ციფრებით მოგახსენებთ, რა შეუკვეთეთ რეალურად,რა დაგვიჯდათ ეს შეკვეთა და რა ჩამოგვივიდათ სინამდიველეში.ეს პრობლემა და არა მხოლიდ ეს პრობლემა,არაახალია და ზუსტად ვიცოდი რომ აქამდე მივიდოით ყველა ერთად,რაზეც უამრავჯერ უსაუბრია ჩვენს ფრაქციას საკ.სხდომაზე და მხოლოდ კი არ უსაუბრია,გადაჭრის გზებიც შეგვითავაზებია.რადგან,როცა ამბობ არ ვარგა ასე,იქვე უნდა თქვა რა და რატომ არ ვარგა ,წინააღმდეგ შემთხვევაში დემაგოგობ!
გვაქვს ცოდნაც,გამოცდილებაც,გვისწავლია საკუთარ შეცდომებზე და გვიდარდია კიდეც,სხვანაირად ხომ არ ჯობდაო.ამ გამოცდილებით,უამრავჯერ გვისაუბრია უკვე ოპოზიციიდან,როგორც ანგარიშვალდებული საკუთარ ამომრჩეველთან, ვისი მოცემული ხმებითაც შევედით საკრებულოში და როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიციას,კონკრეტული შეთავაზებიც გაგვიკეთებია.სხვათაშორის არაპოპულისტური,არამედ სრულიად რეალური.რა,როგორ და რა ფორმით გამოიყენეს პრაქტიკაში ,ამას მალე საჯაროდ შევაჯამებთ.სულ არ მაინტერსებს რა მნიშვნელობის არჩევნები მოდის გლობალურ დონეზე,ამას ხალხი ჩვენს გარეშეც მიხვდება და ზუსტად ვიცი ხვდება კიდეც,რა არჩევანის წინაშე დადგება, 26 ოქტომბერს ,საარჩევნო უბანთან და მიხედავენ თავიანთ საქმეს.ჩვენ ადგილობრივ თვითმმართველობის პრობლემების მოსაგვარებლად აგვირჩია ხალხმა და წყალზე,კვალზე,გაბიონზე და ა.შ უნდა ვიზრუნოთ და ვისაუბროთ,ვიკამათოთ კიდეც.ჩვენ როგორც ამ საკრებულოში უმცირესობაში მყოფი ყველაზე დიდი ფრაქცია, ბოლომდე ვაცნობიერებთ ჩვენთვის დაკისრებულ ფუნქციას და ყველაფერს დავარქმევთ მის სახელს და დაგვირქმევია კიდეც,არაერთხელ.კარგს კარგი უნდა უწოდო,ცუდს ცუდი და მავნებელს მავნებელი.მაგრამ, ეტყობა არასათანადოთ ვაკეთებდით აქამდე, ან ხმა ვერ მიგვიწვდენია კარგად ხალხისთვის.ორივე ჩვენი გამოსაწორებელია!
საჯაროდ ვდებთ პირობას,მოვალთ ყველგან!არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვისი მომხრე ხართ!არ მიგვიღებთ,ბოდიშს მოგიხდით შეწუხებისთვის და წამოვალთ.მოგვისმენთ? გეტყვით რა როგორ ჯობდა გაკეთებულიყო,რა დაგვიჯერა და გაითვალისწინა ადგილობრივმა ხელისუფლებამ და რა გამოგვივიდა ერთად კარგად,რაზე ვერ ვთანხმდებით და ვერც ვერასოდეს შევთანხმდებით ვერასოდეს და ესეც ნორმალურია.ამიტომაც არსებობს ხელისუფლება და ოპოზიცია!მერე თქვენ გადაწყვიტეთ, ურთიერთობის რომელი ფორმა ჯობია,როცა ოპოზიცია მის მოვალეობას ასრულებს, მისი მანდატის ფარგლებში და არსებული ხელისუფლებისთვის არა მტერი,არამედ მხოლოდ კონკურენტია?!იდეებით ეჯიბრებიან ერთმანეთს მხოლოდ და არა მამაძაღლობით.ამ დღის წესრიგის შემოტანას შევეცდებით კიდევ ერთხელ,დანარჩენი მოსახლეობამ გადაწყვიტოს,რომელი ჯობია,მათ სამსახურში ნახოს ყველა ერთად მუნიცაპული პრობლემების მოსაგვარებლად თუ ცალ-ცალკე მორბენალი, ერთმანეთის ლანძღვა გინებით?!
ეს რომ ასე უნდა იყოს და არა სხვანაირად,თუ ცივილიზაციისკენ მიილტივი, ევროპულ ქვეყნებში, თამაშის ეს წესები დიდი ხანია ნორმაა უკვე.სადაც ოპოზიციაც ხელისუფლების ნაწილია….ობიექტურად ჩატარებული არჩევნებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში,ვის რა როლს ანიჭებთ თქვენ(ამომრჩევლები)ამის მიხედვით უნდა ლაგდებოდეს ადგილობრივი ხელისუფლება და არა ზემოდან(ცენტრიდან ნაბრძანების მიხედვით)ესაა ხალხის მმართველობა და ადგილობრივი თვითმმართველობის იდეა,რომლის გარეშეც არ არსებობს შემდგარი დემოკრატიები.არ გაქვს ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველბა,ნუ გექნება პრეტენზია შემდგარ დემოკრატიაზე.რადგან დემოკრატიის ძირითადი თეზა და პრინციპი არის, მმართველობა ქვემოდან ზემოთ და არა პირიქით!ადგილობრივი თვითმმართველობაც ამის მიკრო და მნიშვნელივანი მაგალითი უნდა იყოს, თუ გინდა გერქვას საბოლოო ჯამში ევროპული,შემდფარი სახელმწიფო.ეს თეორიულადაა ასე,ხოლო პრაქტიკაში ამას თქვენს მიერ არჩეული ადამიანები ახორციელებენ!
დანარჩენზე პირისპირ დაველაპარაკებით მოსახლეობას.რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ ყველამ ერთად დღეს,რომ ხვალ გვქონდეს უფრო ეფექტური თვითმმართველობა და მერე მისი გაგრძელება ცენტეალური მმართელობაც.რა პასუხისმგებლობა აკისრია ამომრჩეველს და ეს დღეს ბევრგან ვთქვი და აქ საჯაროდაც გავიმეორებ.რაღან წყლის მიწოდების შექმნილ პრობლემებზე ავაგე ყველაფერი,წყლით დავამთავრებ:როცა,მიუხედავად პარტიულობისა,პოზიციისა თუ ოპოზიციისა,ვინც კართან მოგადგებათ და გეტყვით,რომ თუ გინდა მოგიგვარო წყლის პრობლემა,ხმა ამ პარტიას ან ამ პიროვნებას მიეცითო,ის ჯერ შეურცყოფას გაყენებთ როგორც ამომრჩეველს და ცდილობს წაგართვას თქვენი კონსტიტუციით მონიჭებული უფლება ან უარესი,იყიდოს თქვენი არჩევანი წყლის გამოყვანის დაპირებით.ის პარტია თუ მმართველობაშია გადაირჩიე და თუ ოპოზიციაშია, არ არიჩიო არასოდეს,არც პარტიულად და არც პარიროვნულად!რადგან ხელისუფლება ვალდებულია გქონდეთ გზა,წყალი,ხიდი და ა.შ და ოპოზიციამ არსებულზე უკეთესი,საინტერესო და ეფექტური გზა უნდა შემოგთავაზოთ, ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრის და/ თუ,ფინანსური უზრნველყობითაც გაამყარესბს პრობლემის გადაჭრის გზებს,მთლად უკეთესი.დანარჩენი თქვენი შინაგანი რწმენის და შექმნილი შთაბეჭდილების გადასაწყვეტია.
ასე გაკეთებული არჩევანის შემთხვევაში, ძალიან მცირე პრობლემების წინაშე დადგებით ხვალ!არ ასებობს პროექტი, რომელსაც 100% გარანტია აქვს და პრობლემა რომელსაც ერთხელ მოაგვარებ და მთელი ცხოვრება იმუშავებს.მთავარია პრობლემის პირველწყარო არ იყოს არასწორი არჩევანი,დანარჩენი მალე გვარდება,ხოლო არასწორი არჩევანის მოგვარებას, მინიმუმ ოთხი წელი აგვიანდება. იმასაც გააჩნია,თუ რამდენად აცნობიერებს მის პასუხისმეგბლობას, დაშვებული შეცდომების ხარისხის მნიშვნელობისა და დამდგარი უარყოფითი შედეგებიდან გამომდინარე,აცნობიერებს,როგორ არ უნდა მოიქცეს არასოდეს.ზოგმა შეიძლება იმხელა პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება გამოიჩინოს,საერთოდ დაგავიწყდეთ მის მიერ დაშვებული შეცდომა ან/და გაგიქრწყლდეთ და მეორეჯერ მისცეთ ხმა.
ასეთი გზებით არჩეულ ხელისუფლებებს შემოგთავაზებთ ჩვენ მომავალში და რამდენად გაამართლებს, ეგ თქვენ განსაჯეთ მერე!
ერთი მუდმივად გახსოვდეთ,ნებისმიერი დონის არჩევნებზე ესაა მთავარი ბერკეტი, თქვენი როგორც მოქალაქის,კონსტიტუცით გარანტირებული,ხოლო რელიგურ ასპექტში თუ გადავიყვანთ ,ბიბლიური ჭეშმარიტების ტოლფასი – ხელისუფლების წყარო უნდა იყოს ხალხი და არა პირიქით!” – წერს ასკურავა.