რუსებმა ნიკოლაევში სარაკეტო იერიში საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე მიიტანეს, სადაც სათამაშო მოედანი მდებარეობს. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, დაშავებულია 5 და დაღუპულია სამი ადამიანი , მათ შორის ბავშვი:
„რუსეთის სარაკეტო თავდასხმა ნიკოლაევზე. ჩვეულებრივი სახლის მახლობლად სათამაშო მოედანზე. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაშავებულია ხუთი ადამიანი. ამ დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვი. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს“, – წერს ზელენსკი.