“ოცნება” ელექტორალურად დამარცხებულია, ის ისე დათმობს ძალაუფლებას, როგორც დაუბარებია” – რომან გოცირიძე

“ევროოპტიმისტების” ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, “ოცნება” ელექტორალურად დამარცხებულია და მას ძალაუფლების დათმობა მოუწევს, ოღონდ ახლა ოპოზიციონერის ლიდერის თქმით, ოპოზიციამ უნდა გააკეთოს სწორი და ფრთხილი გადაჯგუფება, რომ შეცდომა არ დაუშვას და გამარჯვების ტოლფასი ამომრჩევლის ხმები არ დაიკარგოს.

“ოცნება” ელექტორალურად დამარცხებულია. რამდენი პროცენტი უნდა აიღოს – 40? 42? მე ვამბობ გაყალბებით და ყველაფრით. აქეთ ხომ მეტი რჩება? ოპოზიციის ხმის მიმცემი ამომრჩეველი გაცილებით მეტია… “ოცნება” ისე დათმობს ძალაუფლებას, როგორც დაუბარებია, ოღონდ იმდენი ხმა აიღოს ოპოზიციამ, გაყალბების შემთხვევაშიც კი, რომ გადაწონოს გაყალბების ეფექტი. მაგრამ აქ მეორე, სხვა ეფექტია. მაშველი რგოლი “ოცნებისთვის” არის 5 პროცენტიანი ბარიერი, რომელიც იწვევს ოპოზიციის ფრაგმენტაციას და თუ 5 %-იანი ბარიერი თუ გახდა ოპოზიციის დამარცხების მიზეზი, რეალურად, გამარჯვების ტოლფასი ამომრჩევლის მოსვლის შემთხვევაში, მაშინ ოპოზიცია იქნება დამნაშავე. ამიტომ არის, რომ დღეს ამ გადაჯგუფებებს ვუყურებთ ფრთხილად და შიშით.  შეძლებს კი 4 სუბიექტით გასული ოპოზიცია ოთხივე ბარიერის გადალახვას? არასდროს საქართველოს საარჩევნო ისტორიაში, როდესაც იყო მაღალი ბარიერი, არასდროს არ მომხდარა, რომ ოპოზიციას 4 სუბიექტი ჰყოლოდა. ერთადერთხელ მოხდა ჩაშლილი არჩევნებსი დროს 2002 წელს, მაგრამ ეს იყო ჩამოძონძლი ხელისუფლებსი დროს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share