სენატში დემოკრატიული პარტიის ლიდერი ჩაკ შუმერი ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით გამოეხმაურა და მას პატრიოტი უწოდა:
“ჯო ბაიდენი არა მხოლოდ იყო შესანიშნავი პრეზიდენტი და შესანიშნავი საკანონმდებლო ლიდერი, არამედ ის მართლაც საოცარი ადამიანია. მისი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ადვილი არ იყო, მაგრამ მან კიდევ ერთხელ დააყენა თავისი ქვეყანა, პარტია და ჩვენი მომავალი პირველ რიგში. ჯო, დღევანდელი დღე გვიჩვენებს, რომ თქვენ ხართ ნამდვილი პატრიოტი და დიდი ამერიკელი”, – ამბობს შუმერი.
ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურა მოხსნა.