საათზე ნაკლები რჩება კონგრესში საქართველოს საკითხის განხილვის დაწყებამდე.
ამერიკელი კანონმდებლები ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოსა და ამ კონტექსტში მთავარი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს პოლიტიკაზე იმსჯელებენ.
განხილვას წინ უძღოდა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერის ბრიფინგი, სადაც მეთიუ მილერმა კიდევ ერთხელ კონკრეტული გზავნილები გააჟღერა ქართველი ხალხისთვის და ყურადღება გაამახვილა კრემლის ფაქტორზე, როგორც არჩევნებში ჩარევის საფრთხე.