ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოელ აცანას მოსახლეობა რწმუნებულს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს. ადგილობრი “მთავართან” ყვება, რომ იზა მათითაიშვილი საკუთარი ოჯახის მიწის ნაკვეთებისა და სახლის დალაგებას შანტაჟის გზით აიძულებს. უარის თქმის შემთხვევაში კი სოციალური დახმარების მოხსნით და სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრება.
მისივე თქმით, სოფლის რწმუნებულმა ადგილობრივები დააშანტაჟა და უთხრა, რომ თუ “ოცნების” მიერ დაგეგმილ აქციაზე არ წავიდოდნენ თბილისში, სოციალურ დახმარებას დაკარგავდნენ.
იზა მათითაშვილი ბრალდებებს უარყოფს.
“სოციალურად დაუცველები ავრთ, 80 000 ქულა გვაქვს, ვზრდი ორ ობოლ შვილიშვილს. მაგ მხრივ მოგვიწია დასაქმება და ვმუშაობთ სასაფლაოზე… სასაფლაოს ვასუფთავებთ, კიდევ გვიძახებს გამგებელი, რწმუნებული და გავდივართ. სახლში ახლა ორჯერ ვიყავი, მისი ძმის ეზოს დალაგებაზე და ჩაის კრეფაზე. დასაქმებული ხარ და ვალდებული ხარ, რომ რომ დაგიძახებს, წახვიდე უნდა, რა ვიცი, ვერ ვხდები. ეზოს მოხვეტა, მოფორცხვა, ჩაის კრეფა, რა ვიცი, მეტი რა გავაკეთოთ. [ რომ არ წახვიდეთ?] არ წახვიდე და სამსახურზე აგესახება. [მიტინგი რომ იყო ხელისუფლების მომხრეები რომ მიდიოდნენ] კი ბატონო, მაგაზეც, არ წამოხვალ და აისახება ხელფასზე. წავედით, მე წნევა მქონდა, ვერ წავედი, 180 მქონდა წნევა, ბავშვს გამოაკითხა მანქანით და წაიყვანა. პენსიონერი შვილი მყავს მე, უნარშეზღუდულის სტატუსი აქვს და გავუშვი ის”, – ყვება მოქალაქე.
იზა მათითაშვილმა “მთავარის” ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა:
“მე საკარმიდამო ფართობი, რაიმე მიწის ნაკვეთი საერთოდ არ გამაჩნია, [თქვენი ძმის თხილს კრეფენ, სახლს გილაგებენ] არც ის იცით, რომ თხილის ფართობი ჩემ ძმას არ აქვს?! სირცხვილი, სიკვდილი და უბრალოდ, გაფარჩაკებული ხართ რა, მეტი რა გითხრათ, ფარჩაკი ხართ. სირცხვილია, მართლა სირცხვილია, კაცი ხარ და მე ქალს მელაპარაკები ასე”
მისივე თქმით, ირაკლი ბერიძე, შმმ პირი, სოციალურ სტატუსის მქონე, იძულებითა და შანტაჟით თბილისში აქციაზე არ წაუყვანია.