რუსი ჯარისკაცი ბათუმში – როგორ ახერხებენ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საქართველოში უპრობლემოდ შემოსვლას?

ვინ არის რუსი ჯარისკაცი ბათუმის ბულვარში რუსული დროშით და სამხედრო სამოსით – მისი ვინაობა იმ რუსმა სამოქალაქო აქტივისტებმა აღმოაჩინეს, ვინც პუტინის რეჟიმს გამოექცა და თავს საქართველოს აფარებს. მამაკაცი, რომელიც სამხედრო ჩანთაზე, რუსული დროშით გადაადგილდებოდა,ილია შამატურინია. 

შამატურინი ბათუმის ბულვარში სეირნობისას შემთხვევით 26 წლის ალექსანდრე სეზოვმა დაინახა. მისი ყურადღება თავდაპირველად სამხედრო ფორმამ, მოგვიანებით კი რუსეთის დროშამ მიიქცია.

ჩნდება კითხვა, როგორ ახერხებენ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საქართველოს ტერიტორიაზე უპრობლემოდ შემოსვლას?! ირკვევა, რომ რუს სამხედროს ილია შამატურის დარღვეული ჰქონდა კანონი ოკუპაციის შესახებ.

ვიდეოში, რომელიც  2021 წლის 6 ივლისსა გადაღებული,  ილია შატულინი ცხენით აფხაზეთში, რიწის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდება. ფოტო-მასალაშიც ჩანს, რომ ის იმყოფებოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ გაგრასა და სოხუმშიც.

მას შემდეგ, რაც ის გაშიფრეს, ილია შამატურინმა სოციალურ ქსელში, პერსოალური ინფორმაცია წაშლა.

რუს სამხედროს შესაძლოა რუსეთ- საქართველოს საზღვარი სამოქალაქო ფორმაში გადმოეკვეთა და მისით მესაზღვრეები არ დაინტერესებულიყვნენ, თუმცა მაშინ როდესაც ბათუმის ცენტრში სამხედრო ტანსაცმელში და რუსეთის დროშით პირი გადაადგილდება, ეს ფაქტი მინიმუმ პოლიციის ინტერსის საგანი უნდა მახდარიყო.

ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share