“არ შეიძლება მის კუჭზე და ორგანოებზე გადიოდეს საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი” – მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე

ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებთან განაცხადა, რომ “სა­ა­კაშ­ვი­ლი არის სის­ხლის სა­მარ­თლის დამ­ნა­შა­ვე. შე­სა­ბა­მი­სად, არ შე­იძ­ლე­ბა მის კუ­ჭზე და ორ­გა­ნო­ებ­ზე გა­დი­ო­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხი. ასე­თი ნა­რა­ტი­ვის და­ლა­გე­ბა არის სა­ქარ­თვე­ლოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო, –

მდი­ნა­რა­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო 12 – პუნ­ქტი­ან გეგ­მას შე­ას­რუ­ლებს.

„წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ეს ნა­რა­ტი­ვი ლაგ­დე­ბა „ნაც­მოძ­რა­ო­ბის“, რო­გორც მე­დი­ის, ისე აქ­ტი­ვის­ტე­ბის და ლი­დე­რე­ბის მხრი­დან, სა­ქარ­თვე­ლო შე­ას­რუ­ლებს 12 პუნ­ქტი­ან გეგ­მას“, – აცხა­დებს მდი­ნა­რა­ძე.

მისი თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ორი რე­კო­მენ­და­ცი­ის გარ­და, ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცია შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აქვს.

“ვა­პი­რებთ გავ­ყვეთ ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის დას­კვნებს და ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, ორის გარ­და, რო­მელ­ზეც ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის დას­კვნას ვე­ლო­დე­ბო­დით და ამ ორის გარ­და კი­დევ ერთი რჩე­ბა. ანუ ცხრა რე­კო­მენ­და­ცია, პრაქ­ტი­კუ­ლად, შეს­რუ­ლე­ბუ­ლია“, – გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share