“ქართული ოცნების” თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, სააკაშვილის მთავარი მიზანია წონაში დაიკლოს
კობახიძის თქმით, სწორედ ამიტომ შეაქვთ ამსთან მისი ოჯახის წევრებს დაბალი კალორაჟის საკვები.
თვითდაზიანება ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება პატიმრის გათავისუფლების საფუძველი.
“ოცნების” ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ თვითდაზიანება ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება მესამე პრეზიდენტის ციხიდან გათავისუფლების საფუძველი.
მიხეილ სააკაშვილის მიზანია დაიკლოს წონაში. ამიტომ შეაქვთ მისი ოჯახის წევრებს დაბალი კალორაჟის საკვები. ეს არის კატასტროფა. მოვუწოდებ სააკაშვილის ოჯახს, შეიტანონ სათანადო საკვები და არ წაახალისონ ის თვითდაზიანება, რომელსაც ახორციელებს მიხეილ სააკაშვილი. თვითდაზიანება ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება პატიმრის გათავისუფლების საფუძველი”. – ამბობს კუბახიძე.