დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი და ერთადერთი ოზურგეთელი ოლიმპიური ჩემპიონი

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი და ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მანუჩარ კვირკველიაა.
ქართველი მოჭიდავე 1978 წლის 12 ოქტომბერს ოზურგეთში დაიბადა. კვირკველიამ პირველი მედალი ევროპის ჩემპიონატებზე 2002 წელს სეინიაოკში 66კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა, ამავე წელს მოსკოვში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაო ირგუნა.
2003 წელს ოზურგეთელმა სპორტსმენმა მსოფლიო ჩემპიონობა კრეტეიში იზეიმა(66კგ), 3 წლის შემდეგ კი შეცვლილ წონით კატეგორიაში(74კგ) გუანჯოუში მსოფლიოს ვერცხლს დაეუფლა.
2006-2007 წლებში მანუჩარმა კონტინენტურ პირველობებზე ზედიზედ 2ჯერ მოიპოვა მედალი, 2006 წელს მოსკოვში ბრინჯაო, 2007 წელს სოფიაში კი ოქრო ირგუნა.
კარიერის მთავარი ჯილდო ქართველმა ფალავანმა 2008 წლის 13 აგვისტოს პეკინში მოიპოვა. 74კგ წონით კატეგორიში კვირკველიამ ფინალის გზაზე ფრანგი კრისტოფ ჟენოს, გერმანელი კონსტანტინ შნეიდერს და უნგრელ პეტერ ბასს აჯობა, ოქროს მედლისთვის ბრძოლაში კი მასპინძელთა ფალავანს შანსი არ დაუტოვა, ისე გახდა ოლიმპიური ჩემპიონი 🤼🇬🇪
2014-2016 წლებში მანუჩარ კვირკველია საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას ხელმძღვანელობდა.
✅შედეგები
🥇ოლიმპიური ჩემპიონი
🥇🥉🥉მსოფლიო ჩემპიონი და 2გზის ბრინჯაოს პრიზიორი
🥇🥈🥉ევროპის ჩემპიონი, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი
🥇🥈🥉საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share