ბანკების “შავი სია” – საქართველოს რამდენი მოქალაქე ვეღარ იხდის კრედიტს?!

საქართველოში მსესხებლების 9,7%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან.

„კრედიტინფოს“ 2024 წლის ივნისის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 187 069 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 364 546-ს შეადგენს. რაც შეეხება მოცულობას, საუბარია, 2 075 476 652 ლარის ვადაგადაცილებულ კრედიტებზე.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს სტატისტიკა თვეების მიხედვით, ნელ-ნელა მცირდება. შედარებისთვის, 2024 წლის აპრილის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 192 273 მსესხებელს უფიქსირდებოდა, მიმდინარე წლის თებერვლის სტატისტიკით – 194 745 მსესხებელს; 2023 წლის დეკემბერში – 201 047 მსესხებელს; 2023 წლის იანვარში კი 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება – 224 016 პირს უფიქსირდებოდა.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, საერთო ჯამში, ივნისის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 931 746 ადამიანს აქვს, ჯამში 46 945 500 596 ლარის მოცულობის.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share