ავთანდილ თალაკვაძემ თანამდებობიდან განყოფილების უფროსი დაითხოვა

ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის სივრცითი ტერიტორიული მოწყობის განყოფილების უფროსი, მამუკა მახარაძე თანამდებობიდან დაითხოვა.

მახარაძემ მერის მოთხოვნის შემდეგ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაწერა.

გავრცელებული ინფორმაციით, მახარაძემ განცხადების დაწერა შიდა აუდიტის სამსახურის (კობა ხაბალაშვილის) დასკვნის შემდეგ გადაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ ხაბალაშვილის სამსახური, სამსახურიდან ბოლო დროს გაშვებული თანამშრომლების უმრავლესობა საქმეში ფიგურირებს და ფაქტიურად მას მერიის ადმინისტრაცია დევნის საშუალებად იყენებს.

საბოლოოდ ჩამოყალიბდება თუ არა აუდიტი ე.წ. “იეზუიტთა ორდენად” და მისი ხელმძღვანელი “ლოკალურ” იგნატე ლოიოლად, ამას მომავალი გვიჩვენებს.

მერიაში ამასთან დაკავშირებით ხუმრობენ: “კარგი მაინც განსხვავებული აზრის გამო კოცონზე ვეღარ გვწვავენ, თორემ არც ამაზე დაიხევდნენ უკანო”.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share