ქეთი ჩხეიძე ქართული პოლიტიკის შესახებ ”კვირის პალიტრასთან” საუბრობს:
”ყველა ველოდებით ოქტომბერს, რომელმაც ჩვენი ბედი უნდა გადაწყვიტოს. ალბათ პოლიტიკოსები რაღაცას შეცვლიან. ამჟამად ყველანი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ ვართ.
ერთიანობა გვიჭირს, მაგრამ არა მგონია, ეს მარტო ქართველობის ბრალი იყოს. ეს ჩვენი ეროვნების კი არა, გარე ძალების ბრალია: ჩვენმა მტრებმა შესანიშნავად იციან, როგორ დაგვყონ და დაგვაპირისპირონ. ეს ხომ უძველესი სტრატეგიაა: შენი მოწინააღმდეგეები ერთმანეთთან აჩხუბო და შორიდან უყურო. ეს მარტო ჩვენს თავს ხომ არ ხდება? – მთელ მსოფლიოში ასეა. თუნდაც, ქართველ პოლიტიკოსებს ერთიანობას რომ ვთხოვთ, რომელ ქვეყანაში გინახავთ პოზიცია და ოპოზიცია გაერთიანებული? – მე ასეთი ქვეყანა არ მეგულება. უბრალოდ, სხვა ქვეყნებში შეიძლება უფრო დახვეწეს ურთიერთობები და ყველაფერს უფრო ცივილიზებული ფორმა მისცეს. სამწუხაროდ, ჩვენთან ეს ყველაფერი ზედაპირზე ჩანს.
მე ვერ წარმომიდგენია პოლიტიკაში როგორ უნდა ჩავერიო. თუ შემოქმედი ხარ და შენი საქმე გიყვარს, პოლიტიკა ამ დროს ნაკლებად გაინტერესებს. ეს ორი სხვადასხვა საქმეა. თუმცა, მაინც ხდება, როცა შემოქმედი ან კარგი სპორტსმენი პოლიტიკითაა დაინტერესებული. მე პოლიტიკაში ვერც ვერკვევი და მირჩევნია ჩემი საქმე ვაკეთო. თუ რაღაც უსაშველო მოხდება, ცხადია, აქციაზეც გამოვალ და გავაპროტესტებ, მაგრამ სხვა შემთხვევაში, ვფიქრობ, მსგავსი აქტივობა არ არის აუცილებელი. რაშიც ვერ ერკვევი, იმაში არც უნდა ჩაერიო. პოლიტიკას დიდი ელასტიკურობა, სიბრძნე და ზომიერება სჭირდება. ეს ურთულესი საქმეა, ჩვენ ვუყურებთ ამას ზერელედ, თორემ ძალიან რთული სფეროა.” – აცხადებს ჩხეიძე.