ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აცანის თემში განვითარებულ მოვლენებს, სადაც სოციალური პროგრამის ფარგლებში დასაქმებული ადამიანები, სოფლის გამგებელს იძულებით-საკუთარი და მჯისი ოჯახის წევრების კარმიდამოებში მუშაობის იძულებაში ადანაშაულებს, ‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ლიდერი, დავით მჟავანაძე ეხმაურება:
“აცანის რწმუნებულს, იზა მათითაიშვილს ადგილობრივმა მაცხოვრებელმა საკმაოდ მძიმე ბრალდება წაუყენა, ხელისუფლებამ ნაცვლად რეალური ჭეშმარიტების დადგენისა ტვ. მთავარზე და ისედაც დაჩაგრულ ადამიანებზე თავდასხმის სტრატეგია ამჯობინა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ამ პროცესების უკან არც მეტი არც ნაკლები საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი დგას.(მათითაიშვილი წილოსანის ოჯახია ნათლიაა და თავის დროზეც მაგ ნიშნით იქნა შეარჩიეს აცანის რწმუნებულის პოზიციაზე) წილოსანის ნათესავების გადაჭარბებული აქტიობაც ამ ფაქტორით არის განპირობებული.
როდესაც პარლამენტის წევრი, დაუცველი მოქალაქის დაცვის ნაცვლად ბინძურ თამაშს იწყებ, რბილად რომ ვთქვათ უზნეო საქციელია.
ქოცს ზნეობაზე ესაუბრო ეს რომ მგლის თავზა სახარების კითხვის ტოლფასია ეგ კიდე ცალკე ამბავია, ამიტომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი აუცილებლად გაგცემთ პასუხს და ერთად დავასრულებთ მოძალადე ხელისუფლების ძალადობრივ რეჟიმს” წერს მჟავანაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.