თუ საქმე უცებ ცუდად წავა, დარწმუნებული ვარ, ღილაკს თითს დავაჭერთ – კადიროვი

”ეს სისულელეა. ეს ხომ მსოფლიოს დასასრული არაა. რამდენი აქვთ? სერიოზულებია (რედ. ავიაგამანადგურებლები), ვემზადებით. თუ საქმე უცებ ცუდად წავა, დარწმუნებული ვარ, ღილაკს თითს დავაჭერთ და ვაჩვენებთ, რომ ჩვენთან ხუმრობა არ შეიძლება. როგორც ჩვენმა უმაღლესმა მთავარსარდალმა თქვა: “რაში გვჭირდება ეს მსოფლიო რუსეთის გარეშე?”

თქვა უკრაინის მიერ F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების პირველი ნაკადის მიღების ცნობების შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა სამთავრობო-პროპაგანდისტულ ტელევიზია Россия 1-თან საუბარში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share