ძლიერმა წვიმამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სოფელ საჩინოში პრობლემები შექმნა – დატბორილია სახლები, სავარგულები, განადგურდა მოსავალი.
ადგილობრივების თქმით, წყალი შევიდა საცხოვრებელ სახლებში, დაზიანებულია ავეჯი და ტექნიკა. დატბორილია დაახლოებით 10-მდე სახლი.
ასევე, სოფელში მცხოვრებლები ამბობენ, რომ დაეხოცათ შინაური ფრინველი. ძლიერი წვიმა საჩინოში დღის მეორე ნახევარში დაიწყო და ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი თქმით, შეიქმნება ზარალის დამთვლელი კომისია.