კურსკის ოლქში ჩვენი ოპერაცია გრძელდება სწორედ ისე, როგორც გვქონდა გათვლილი – ზელენსკი

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში, განაცხადა რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია კურსკის ოლქში გრძელდება და მათი პოზიციები  სულ უფრო ძლიერდება.

”დღეს გენერალმა სირსკიმ ანგარიში წარმიდგინა კურსკის ოლქში ჩვენი მოძრაობის გაგრძელების შესახებ. ოპერაცია გრძელდება სწორედ ისე, როგორც ჩვენ გვქონდა გათვლილი. უკრაინელების სიმამაცე დიდ საქმეებს აკეთებს.

„ჩვენი ძალების პლაცდარმი უფრო ძლიერდება. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მეომარს, რომელიც ამას უზრუნველყოფს: ყველა სამხედროს, სერჟანტს და მეთაურს“ – განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, უკრაინის არმიის ოპერაცია კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაიწყო. არსებული მონაცემებით, 82 დასახლება უკრაინის სამხედრო ძალების კონტროლქვეშაა.  გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ უკრაინელები კურსკის ოლქში დამატებით 1-3 კმ-ით დაწინაურდნენ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share