მცხეთაში სიტყვით გამოსვლისას ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საკონსტიტუციო არჩევნების მიღების შემთხვევაში, ქართული ოცნება “ნაციონალურ მოძრაობას და მის სატელიტ პარტიებს გაასამართლებს.”
ივანიშვილი ირწმუნება, რომ ქართული ოცნება წამოიწყებს სამართლების პროცესს, რომლის შედეგადაც ოპოზიციური პარტიები “აიკრძალებიან.”
“ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება ნაციონალური მოძრაობის გასასამართლებლად. ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვაშოროთ ქვეყანას მძიმე სენი, რომელიც მას უკვე 2 ათწლეულია არ ასვენებს. ჩვენ წამოვიწყებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც ნაციონალური მოძრაობა და ყველა მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტია აიკრძალება, რისთვისაც ყველა სამართლებრივი საფუძველი არსებობს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნაციონალური მოძრაობა საქართველოსვე დღესაც არეულობისა და ომისკენ ექაჩება, რის გამოც მათი გასამართლება ახლა სულ სხვა აქტუალობას იძენს. ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ქვეყანამ მუდმივად დანაღმულ ველზე იაროს, ამისთვის კი ნაციონალური მოძრაობის გასამართლება აუცილებელზე აუცილებელია. საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების პირობებში, ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკური სასჯელისგან ვერანაირი გარე მფარველობა ვეღარ გადაარჩენს”, – თქვა ოლიგარქმა.