ბრძოლა ნაცნობი მეთოდებით პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. 24 საათზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრები ჩოხატაურში ოფისის დაზიანებაში დამნაშავე პირების დასჯას ელოდებიან, თუმცა ამ დრომდე არც ერთ უწყება სხვისი ქონების დაზიანების ფაქტით არ დაინტერესებულა.
ჩოხატაურის ცენტრში მდებარე ოპოზიციური გაერთიანების ოფისის ბანერები დღეს კოალიციის წევრებს ჩამოხეული და გადაღებილი დახვდათ. ოფისის გახსნამდეც “ოცნების” მხარდამჭერების მხრიდან “კოალიცია ცვლილებისთვის” გარკვეულ მუქარებს იღებდა, ადგილობრივი მერია კი მათგან ბანერების ჩამოსხნას მოითხოვდა.