რატომ ვერ მოხვდა მმართველი გუნდის თბილისის დელეგატებს შორის ბექა ოდიშარია? – “ოცნების“ წევრი ამტკიცებს, რომ ის აქამდე მხოლოდ მაჟორიტარი იყო და ახალი კანდიდატი პარტიის საერთო გადაწყვეტილებით შეირჩა.
დელეგატობის ახალი კანდიდატი არ მოგეწონათ? მე დელაგატი არ ვყოფილვარ, მაჟორიტარი ვიყავი, ეს არის ჩვენი საერთო გადაწყვეტილება და, რა თქმა უნდა, კონსულტაციები გვქონდა“, – უთხრა “პირველებს“ ოდიშარიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ ჩააბარეს მას მთაწმინდის რაიონი, დეპუტატი ამბობს, რომ არავის არაფერი არ ბარდება – “კონსტიტუცია წაიკითხეთ, პარლამენტარი არის მთელი საქართველოს წარმომადგენელი“.
რაც შეეხება საარჩევნო სიაში მის ყოფნას, ოდიშარიას თქმით, პარტიის პოლიტსაბჭო, ქვეყნის პრემიერ მინისტრი, შტაბის უფროსი და პარტიის თავმჯდომარე იტყვიან ამის შესახებ.
ძიუდოისტი, ფეხბურთელი, რაგბისტი და წყალბურთელი – “ქართული ოცნება” საარჩევნო სიას ისევ სპორტსმენებით აკომპლექტებს. თბილისის დელეგატები პრემიერმა დღეს წარადგინა და დაანონსა, რომ ყველა გამსვლელ სიაში იქნება.