რიკოთზე მოძრაობა პარალიზებულია

რიკოთზე მოძრაობა პარალიზებულია – ფეისბუქ ჯგუფებში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.

მოქალაქეები წერენ, რომ მიწის მასის ჩამოშლის გამო მანქანებს უკან აბრუნებენ.

რიკოთის უღელტეხილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ მოძრაობა აღდგენილია:

“რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო.
კერძოდ, სოფელი ხევის მიმდებარედ, მშენებარე მონაკვეთთან, ძლიერი წვიმის შედეგად, ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც, გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა
გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ამ ეტაპზე, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს” – ნათქვამია ინფორმაციაში. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share